“ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ოპოზიციურ პარტიებს უახლოეს დღეებში შეხვდება

“ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებს უახლოეს დღეებში შეხვდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში იქნება შეხვედრა ამასთან დაკავშირებით, მექნება შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და მივიღებთ ამის თაობაზე გადაწყვეტილებას. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა მოვისმინოთ მოთხოვნები, რომელსაც დააყენებს ოპოზიცია და ამის შემდეგ ვისაუბრებთ ჩვენს პოზიციაზე. ამის შემდეგ გადაწყვეტთ, თუ რა შესწორებები შევიდეს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო, საყოველთაო განხილვები ივნისში დასრულდა. საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნების წესის შეცვლას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები