მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი: შეფასების უფლება არ მაქვს დეკანოზის საქმეზე

„მე შეფასების უფლება არ მაქვს, მე მივეცი ჩვენება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ვიცნობ, მქონდა ურთიერთობა და ასე შემდეგ“, – ამის შესახებ სასამართლოს დატოვების შემდეგ მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბრალდების მხარეს აინტერესებდა, რა ურთიერთობა ჰქონდა მას დეკანოზთან.
“აინტერესებდათ ჩემგან, რა ურთიერთობა მქონდა მასთან. ურთიერთობა მქონდა როგორც მღვდელმთავარს. მე შეფასების უფლება არ მაქვს, მე მივეცი ჩვენება, რომ მას ვიცნობ, მქონდა ურთიერთობა და ასე შემდეგ. ვისაუბრე სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი, სიმართლის გარდა”, – აღნიშნა მეუფემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები