სოსო შატბერაშვილი: ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავსხდებით სააკაშვილის და უგულავა-ბოკერიას პარტიასთან ოპოზიციაში

“არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელკეტები მოხვდათ და დღეს მათთან სხედან”, – ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ, სოსო შატბერაშვილმა განაცხადა.
შატბერაშვილის ინფორმაციით „მემარცხენე ალიანსი“ ოპოზიციის მოთხოვნებს არ უერთდება და მათი გუნდიდან არ აპირებს კონსტიტუციის გასაჩივრებას.
„ჩვენ ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ოპოზიციურ პარტიებს. ჯერ ერთი, გვაკვირვებს ის, რომ თავის დროზე ამ ხალხს, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელკეტები მოხვდა, დღეს მათთან ერთად როგორ სხედან მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავსხდებით სააკაშვილის და ბოკერია-უგულავას პარტიასთან. არის ასევე საკითხები, რომლებსაც არ ვეთანხმებით, მაგალითად პრეზიდენტის არჩევის წესი – საერთოდ არ გვაინტერესებს, პრეზიდენტი როგორ იქნება არჩეული, ასევე, ბარიერის ერთჯერადად დაწევა, ეს პრაქტიკა არცერთ ქვეყანაში არ არის მიღებული”, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები