ალექსანდრე კობაიძე: ძალიან კარგია, რომ 3-პროცენტიანი ბარიერი დაწია „ქართულმა ოცნებამ“

„ქართულმა ოცნებამ“ ბევრი ისეთი საკითხი შეიტანა კონსტიტუციაში, რაც ჩვენთვის მისაღებია”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.
კობაიძე თვლის, რომ დადებითია კონსტიტუციაში შესული პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაც.
„არის ბევრი საკითხი,რაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, დადებით ჭრილში განსახილველი. მე მივესალმები 3-პროცენტიანი ბარიერის დაწევას, ასევე, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას. რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, ეს დიდად მნიშვნელოვანი არაა, რადგან ამ ვეტოს დაძლევა მაინც მოხდება“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები