ალექსანდრე კობაიძე: კონსტიტუცია მხოლოდ მმართველ გუნდს მოსწონს

“ჩვენი პარტია ხშირად აჟღერებდა, რომ საჭირო იყო კონსტიტუციის მიღების დროს, საზოგადოებრივი კონსენსუსი”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.
კობაიძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში ზოგი საკითხი შესაცვლელია. “ხალხის პარტიის” თავმჯდომარე ბლოკების გაუქმების იდეას არ ეთანხმება.
„დღევანდელი კონსტიტუცია მხოლოდ მმართველ გუნდს მოსწონს. ამ კონსტიტუციაში არის ბევრი შესაცვლელი საკითხი. ჩვენ არ ვეთანხმებით ბლოკების გაუქმების თემას. ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ, რომ იყოს „ხალხის პარტიასთან” დიალოგის რეჟიმში. ოპოზიციურ პარტიაში ჩვენთვის ბევრი იდეოლოგიურად მიუღებელია, მაგრამ დიალოგი უნდა შედგეს“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები