სოსო შატბერაშვილი: ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის მიერ ეს არის უკვე სასაცილო

“თვითმმართველობის სტატუსი არ უნდა გაუქმებულიყო”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ, სოსო შატბერაშვილმა განაცხადა.
შატბერაშვილი თვლის, რომ თვითმმართველი ქალაქები უკვე არსებულს კიდევ უნდა დამატებოდა, იგი, „მემარცხენე ალიანსის“ სახელით, გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმებას ითხოვს.
„პრეზიდენტის ვეტოს მოთხოვნას ჩვენ არ ვუერთდებით, თუნდაც თვითმმართველობის საკითხებში. ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის მიერ ეს არის უკვე სასაცილო. რაც შეეხება თვითმმართველობის საკითხს, ჩვენ ვთვლით, რომ უფრო მეტი თვითმმართველი ქალაქი უნდა გვქონდეს, გუბერნატორის ინსტიტუტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს“, -განაცხაადა სოსო შატბერაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები