სოსო შატბერაშვილი: ის, რომ სააკაშვილის კონსტიტუცია დასახევი იყო, ამაზე მეორე აზრი არ არსებობს

“კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, შენიშვნები ჩვენც გვაქვს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ, სოსო შატბერაშვილმა განაცხადა.
შატბერაშვილი თვლის, რომ სააკაშვილის დროს მიღებული კონსტიტუცია შესაცვლელი იყო, თუმცა იგი იმ ხარვეზებზე საუბრობს, რაც, მისი აზრით, დღევანდელ კონსტიტუციაშიც არსებობს.
„ის, რომ სააკაშვილის კონსტიტუცია დასახევი იყო, ამაზე მეორე აზრი არ არსებობს, მაგრამ ახალ კონსტიტუციაში არის ბევრი ხარვეზი, კერძოდ, ჩვენ არ ვეთანხმებით ბლოკების გაუქმებას, ასევე, მაჟორიტარული სისტემის დარჩენას. იმიზეზებენ, რომ მაჟორიტარები არიან წინააღმდეგებიო, ეს მაჟორიტარებიც, ხომ „ოცნების“ გუნდის წევრები არიან და რატომ ეწინააღმდეგებიან „ოცნების“ დაპირებას?“-განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
შატბერაშვილს მიაჩნია, რომ კონსტიტუციაში ბევრი დადებითი ჩანაწერიც გაჩნდა, რაც ყურადღებამისაქცევია.
„სულ ცუდზე რომ საუბრობენ, არასწორია. ამ კონსტიტუციაში ბევრი კარგი საკითხიც იქნა შეტანილი, მაგალითად, ჩანაწერი ოჯახის შესახებ, ასევე, მიწასთან დაკავშირებით მიღებული კანონი“, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები