მაკა ჩიჩუამ უკრაინის პირველ ლედის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და პირველი ლედის, მარინა პოროშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პირველ ლედის ჩაიზე უმასპინძლა.
მაკა ჩიჩუამ და მარინა პოროშენკომ ხალხებს შორის მეგობრობის, კულტურული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. მაკა ჩიჩუამ მარინა პოროშენკოს ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ მოხატული შარფი უსახსოვრა, ხოლო მარინა პოროშენკომ უკრაინული, ტრადიციული ქარვის სამკაული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები