„პრეზიდენტის გადასაწყვეტია ისარგებლებს თუ არა ვეტოს უფლებით, მაგრამ მას სამართლებრივი არგუმენტი ვერ ექნება“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დადების შესაძლო ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას სამართლებრივი არგუმენტი ვერ ექნება.
მისივე თქმით, მთავრობა ეცადა, რომ ადმინისტრაციის ფორმირების წესი შესაბამისობაში ყოფილიყო სამართლებრივ პრინციპებთან, თუმცა პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ისარგებლებს თუ არა ვეტოს უფლებით. „ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს, სამართლებრივი არგუმენტები მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია. თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები არის სამართლებრივ პრინციპებთან აბსოლუტურად თავსებადი და ეს უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებას. ასევე შემიძლია ვთქვა საარჩევნო ადმინისტრაციის დაფინანსების წესთან დაკავშირებით – იყო უამრავი სირთულე დაკავშირებული ადმინისტრაციის ფორმირების წესთან. ჩვენ შევეცადეთ, რომ ადმინისტრაციის ფორმირების წესი შესაბამისობაში მოგვეყვანა სამართლებრივ პრინციპებთან. ამისათვის სახელმძღვანელოდ ავიღეთ პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპი და დაცულია პარიტეტი მმართველ ძალასა და ოპოზიციური პარტიებს შორის. ეს არის ძალიან სამართლიანი პრინციპი, აქედან გამომდინარე, სამართლებრივი არგუმენტები ვეტოს აქაც ვერ ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები