N88 მარშრუტზე 9 ახალი, „მანის“ მარკის ავტობუსი გავიდა

N88 მარშრუტზე 9 ახალი, „მანის“ მარკის ავტობუსი გავიდა. N88 ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონიდან თამარაშვილის ქუჩის, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირების გავლით, ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობს. ზაფხულის სეზონის გასვლის შემდეგ,  N88 მარშრუტს 11 ავტობუსი მოემსახურება.
„მანის“ ავტობუსებით ყვითელი „ბოგდანების“ ჩანაცვლების პროცესის განახლება დიდ დიღომში ახალი ავტობაზის გახსნის შემდეგ გახდა შესაძლებელი, სადაც „ევრო 6“  სტანდარტის „მანის“ ავტობუსების სრული ციკლით მომსახურება არის შესაძლებელი.
აქამდე, ლურჯი ატობუსები N61, 51, 37, 87 და N9 მარშრუტებს ემსახურებოდნენ. უახლოეს პერიოდში, ახალი ავტობუსები კიდევ 6 სხვადასხვა მარშრუტზე გავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები