რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ Georgian Airways-ს შეზღუდვები მოუხსნა

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ქართულ ავიახაზებს ფრენის შეზღუდვა მოუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “РИА” ავრცელებს.
“შეზღუდვები მოხსნილია, ფრენები აღდგა”, -აცხადებენ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ „საქართველოს ავიახაზების“ ფრენები 15 ივლისს შეზღუდა. როგორც რუსული მედია იუწყება, ამის მიზეზად რუსეთის ტრანსპორტის უწყება იმას ასახელებს, რომ თბილისმა რუსული ავიაკომპანიის – „ურალის ავიახაზების“ ფრენებზე შეზღუდვები მათთან არ შეათანხმა. სააგენტოების ცნობით, ადრე „საქართველოს ავიახაზებმა“ განაცხადეს, რომ რუსულმა მხარემ თბილისი-მოსკოვის რეისები, რომელიც კვირაში ოთხჯერ სრულდებოდა, გააუქმა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები