პრემიერ-მინისტრი NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის წევრებს შეხვდა. საუბარი ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების პროცესს და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს შეეხო. პრემიერ-მინისტრმა NDI-ის დელეგაციას ინფორმაცია საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და აღნიშნა, რომ ამ პროცესის ადგილზე შეფასების საშუალება ექნება არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მოწვეულია საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად.
NDI-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები