ბოლნისში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი ,,იმედი” საზეიმოდ გაიხსნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი ,,იმედი” საზეიმოდ გაიხსნა.
წითელი ლენტი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა და ასოციაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალები“-ს
პრეზიდენტმა ალლა ბეჟენცევამ გაჭრეს.
2017 წლის 20 მარტს მუნიციპალიტეტმა ასოციაცია ,,მრავალეროვანი საქართველოს ქალებთან” გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ „არა, ოჯახში ძალადობას!“ ფარგლებში სხვადასხვა აქტივობების მხარდაჭერას გულისხმობს.
ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრში „იმედი“ განთავსდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი, ასევე ცენტრი შესთავაზებს ყველა მსურველს, იურისტის, ფსიქოლოგის, ექიმისა და სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს.
ცენტრში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო პროგრამებიც.
საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრში ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ორ თანამშრომელს სახელფასო სარგოს მუნიციპალიტეტი გადაუხდის.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები