ხონში, ივანდიდის ტყეში დაჭრილი მამაკაცი იპოვეს

ხონის რაიონში, ივანდიდის ტყეში მწყემსებმა დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით პირის ღრუში ჰქონდა მიყენებული.
ამ დროისთვის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები