პრეზიდენტმა NDI -ის საკონსტიტუციო პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა NDI -ის – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო დელეგაცია მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო დელეგაციას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ კვლავ აქტიურად არიან ჩართულნი საარჩევნო პროცესებში და უახლოეს მომავალში, წინასწარ დასკვნას დადებენ, თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტმა სადამკვირვებლო მისიას თვითმმართველობისა და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს.
საქართველოს პრეზიდენტმა სადამკვირვებლო მისიას საკონსტიტუციო პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები