“ქართული ოცნება” სამართალდამცავ ორგანოებს ურაველში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს

“ქართული ოცნება” ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა.
“პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” მომხდარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ვინც უნდა იყოს დაპირისპირების მხარე, ძალადობის ყოველგვარ ფაქტს კატეგორიულად გმობს.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ”, – აღნიშნულია “ქართული ოცნების” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები