სოხუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რექტორის არჩევის პროცესის გასაშუქებლად რეგისტრაცია გაიარონ

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რეგისტრაცია გაიარონ უნივერსიტეტის რექტორის არჩევის პროცესის გასაშუქებლად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს № 05/01- 349 (11.07.2017) დადგენილების საფუძველზე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორის თანამდებობის დასაკავებლად დანიშნულ კენჭისყრის დღეზე დასწრების მსურველმა ჟურნალისტებმა, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს № 05/01- 349 (11.07.2017) დადგენილების საფუძველზე,  უნდა გაიარონ რეგისტრაცია ამ დადგენილების მე-11 და მე-12 პუნქტების დაცვით:
11. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია საარჩევნო კომისიაში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დაიშვებიან. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელს რეგისტრაციისათვის მოეთხოვებათ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლობის სათანადო დოკუმენტი. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების რეგისტრირებულ წარმომადგენლებს ეძლევათ უფლება, არჩევნების დაწყებამდე, გადაიღონ საარჩევნო ოთახი საარჩევნო კომისიის მიერ გამოყოფილი ადგილიდან დროის გარკვეულ პერიოდში.
12. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა არჩევნებთან დაკავშირებით დასაშვებია შენობის გარეთ. არჩევნებთან დაკავშირებით, ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისათვის განხორციელდეს მხოლოდ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ.
კენჭისყრის დღედ დანიშნულია 2017 წლის 21 ივლისი.
არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი საარჩევნო კომისია 2017 წლის 21 ივლისს მუშაობას შეუდგება 09:00 საათიდან, 11:00 საათიდან კი დაიწყება აკადემიური საბჭოს წევრების მიერ ხმის მიცემის (კენჭისყრის) პროცედურა, აკადემიური საბჭოს ოთახში.
მისამართი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N61, მე-2 სართული, ოთახი N208
ტელ: 577170721 რაიბულ ქირია”, – ნათქვამია განცხადებაში.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები