“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების 60% დაასრულა

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების 60% უკვე დაასრულა.
სამუშაოების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში, კომპანიამ პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს სრულად შეცვალა 355-მმ-იანი და 160-მმ-იანი წყალსადენის 1.5 კმ სიგრძის ქსელი. ექსპლუატაციაში გაშვებამდე, განახლებულ წყალსადენის ქსელს ჰიდროტესტირება და ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარდა.
გადაერთებითი სამუშაოების შემდეგ, ახალი ქსელის ტრანშეა მოწესრიგდა – ინერტული მასალით შეივსო, კომპაქტირება ჩატარდა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ შემოწმდა.
კომპანიამ სამუშაოების პროცესში სრულად განაახლა 1000მმ-იანი, 1200მმ-იანი და 500მმ-იანი ფოლადის მაგისტრალური მილების 600 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი.
წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, პეკინის ქუჩაზე წყალსადენის ქსელზე ახალი ინფრასტრუქტურული ელემენტები, მსოფლიო ლიდერი ბრენდის, ავეკას 40 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.
წყალარინების 400-მეტრიანი გვირაბის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება. სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულდა და საექსპლუატაციო ჭა მოეწყო.
პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს წყალსადენის ქსელის სრულად შეცვლის შემდეგ, რეაბილიტაცია ახალ ფაზაში გადავიდა: 1000-მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთის გასაახლებლად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის “RRT Ingenieurburo Weidt”-ის ექსპერტები ახორციელებენ.
ასევე, მომდევნო ეტაპზე, პეკინის გამზირის მარჯვენა მხარეს სრულად შეიცვლება წყალსადენის 355-მმ-იანი და 160-მმ-იანი 1.5 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.
სარეაბილიტაციო პროექტში, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 3 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანია წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე მასშტაბურ სამუშაოებს აგვისტოში დაასრულებს.



კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები