საადვოკატო ბიურო OK & CG-ს დამფუძნებელი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საადვოკატო ბიურო OK & CG-ს დამფუძნებლის სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებზე, 14-15 ივლისს, ბათუმში სასტუმრო „შერატონში“, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) , „ევროკავშირი საქართველოსთვის“, „ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა“ და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის“ ინიციატივით, მოსამართლეთა და ადვოკატთა ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საადვოკატო ბიურო “OK & CG”-ის დამფუძნებელმა, ადვოკატმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა ღონისძიების ფარგლებში, შრომის სამართლის პრაქტიკულ გამოწვევებზე, საკანონმდებლო ბაზის დახვეწის პერსპექტივებზე ისაუბრა და ყურადღება საქართველოს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე გაამახვილა.
„მოგეხსენებათ, შრომითი უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია საქართველოში, შესაბამისად, მსგავს შეხვედრებს, კონფერენციებსა თუ ვორქშოფებს დიდი წვლილი მიუძღვით ამ კუთხით პოზიტიური ნაბიჯების გადადგმისკენ. შეხვედრის ფარგლებში, ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა დარეგულირდეს შრომითი ურთიერთობები და რა კუთხით უნდა დაიხვეწოს საკანონდებლო ბაზა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში სულ მალე შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები აღარ იარსებებს“, – განაცხადა OK & CG-ის დამფუძნებელმა, ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები