გიორგი ალიბეგაშვილი და თამარ ტალიაშვილი კონკურსის – ,,თბილისი 2016″ -ის გამარჯვებულ მხატვარს შეხვდნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის – ,,თბილისი- 2016’’-ის ფერწერის ნომინაციაში გამარჯვებულ მხატვარს, ლიკა შხვაცაბაიას შეხვდნენ.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ესპანეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი, რომელიც კონკურსში ,,თბილისი-2017“ მონაწილეობას მეორედ მიიღებს, ესპანეთში მცხოვრებ ქართველებში კონკურსის ცნობადობის გაზრდას საინფორმაციო კამპანიით შეეცდება.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი ალიბეგაშვილმა და თამარ ტალიაშვილმა ფერმწერს საჩუქრად 2016 წლის კონკურსში გამარჯვებული და ნომინირებული ავტორების კრებული გადასცეს.
ცნობისთვის, ლიკა შხვაცაბაიას არაერთი პერსონალური გამოფენა აქვს გამართული, ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები