RMG-ის გარემოსდაცვითი პროგრამის თანახმად, კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა

კომპანია RMG- ის გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაციისას, გარემოსდაცვითი საკითხების საკონსულტაციო საერთაშორისო კომპანიის Golder Associates-ის წარმომადგენელმა, საიმონ ოლდრიჩმა განაცხადა, იგეგმება გამამდიდრებელი ქარხნის მოდერნიზაცია და სხვადასხვა აღჭურვითი სამუშაოები. „მნიშვნელოვანია ამ ქარხნის მოდერნიზაცია, ახალი ტექნოლოგიით აღჭურვა და მონიტორინგი. ჩვენ გვაქვს ვრცელი ჩამონათვალი ღონისძებებისა, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს ამ კუთხით. უნდა მოეწყოს საავარიო რეზევრუარები, ასევე, მოეწყოს წყლის გამწმენდი ახალი სისტემა, სახიფათო მასალების საწყობები და რაც მთავარია, მტვრის კონტროლის ახალი სისტემა. ინვესტიცია უკვე ჩადებულია ამ კუთხით”, – განაცხადა საიმონ ოლდრიჩმა. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ახალი საორგანიზაციო სტრუქტურა.

„აუცილებლად ჩატარდება სპეციალური ტრენინგები, როგორც მენეჯმენტისთვის ასევე სხვა თანამშრომლებისათვის“, – აღნიშნა Golder Associates-ის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, კომპანია RMG-ის პროგრამის განხორციელება გამჭვირვალობის პრინციპით მოხდება. „გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი და აღნიშნული პროგრამის განხორციელებისას, მოხდება მონაცემების გაცვლა, უკუკავშირი აუცილებელია, რათა შედეგი იყოს ეფექტური და სტაბილური. აუცილებელია, მოვუსმინოთ სახელმწიფოს, ადგილობრივ მოსახლეობას და ეს პროცესი გაგრძელდება.
მოსახლეობას მინდა ვუთხრა, ჰქონდეთ იმედი, რომ გარემოსდაცვითი სამომავლო რისკები სწორად იქნება წარმართული“, – განაცხადა საიმონ ოლდრიჩმა.

ცნობისთვის, RMG-მ კომპანიის გარემოსდაცვით პროგრამაზე და შესაბამისი, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო. საკითხთან დაკავშირებით, გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი, რის საფუძველზეც, სამთო-მოპოვებით დარგში გარემოსდაცვითი საკითხების საკონსულტაციო საერთაშორისო კომპანია Golder Associates-ი შეირჩა. აღნიშნული კომპანიის ექსპერტთა ჯგუფმა 2017 წლის დასაწყისიდან საფუძვლიანად შეისწავლა RMG-ში არსებული გარემოსდაცვითი დოკუმენტი და ადგილზე გაეცნო საწარმოო ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას. თავად “Golder Associates”-ის წარმომადგენელი საიმონ ოლდრიჩი, იმავდროულად, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ხელმეორედ, 4 წლის ვადით, არჩეულია გარემოზე ზემოქმედების დამოუკიდებელ შემფასებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები