“ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება”

”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე  “ქართული მარშის” წევრების მხრიდან თათია დოლიძეზე განხორციელებულ სავარაუდო მუქარას ეხმაურება და შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება და ადამიანების შეურაცხყოფა. წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის – სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ქალისადმი პატივისცემა და ვაჟკაცობა, და რეალურად, საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე.
საზოგადოება, პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდება ასეთი სტილის ოპონირების პირობებში. განსხვავებულ, მიუღებელ აზრს პატივს თუ არ ვცემთ,  იმის უნარი მაინც უნდა გვქონდეს, საკუთარი ისე ჩამოვაყალიბოთ და დავუპირისპიროთ, რომ ადამიანებს ღირსება არ შევულახოთ. მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს: იმოქმედეთ, ისაუბრეთ და დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში“, – ნათქვამია კალაძის იმ განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები