„არემჯი გოლდის“ ბრიტანელი კონსულტანტი: ჩვენი მიზანია მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველა გარემოსდაცვითი რისკი

“ჩვენი სურვილია, მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველა გარემოსდაცვითი რისკი”, – ამის შესახებ კომპანია RMG-ის გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაციისას, გარემოსდაცვითი საკითხების საკონსულტაციო საერთაშორისო კომპანიის Golder Associates-ის წარმომადგენელმა, საიმონ ოლდრიჩმა განაცხადა. მისი თქმით, მისი ჯგუფი, RMG-ს წარმომადგენლებთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საუკეთესო საპროექტო გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. „ჩვენი სურვილია, რომ გამოვლენილი პრობლემები სრულად აღმოიფხვრას – პრიორიტეტია გარემოს დაცვითი მართვის გაძლიერება.

ჩვენი სურვილია, მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველა გარემოსდაცვითი რისკი. აუცილებელია სწორად განვსაზღვროთ ეს რისკები და დავსახოთ სწორი ღონისძიებები. ასევე მნიშვნელოვანია საინვესტიციო ხარჯების  და გარკვეული ტექნიკურ დავალებების დადგენა. ჩვენი ჯგუფი, RMG-ის წრმომადგენლებთან ერთად, იმუშავებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საუკეთესო საპროექტო გადაწყვეტილებები იქნას მიღებული“ -განაცხადა საიმონ ოლდრიჩმა.

მან პრეზენტაციაზე პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვითი მიმართულებით შემუშავებული ღონისძიებების ილუსტრაციული მატრიცებიც წარმოადგინა. Golder Associates-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ფუჭი ქანების სანაყაროდან ჩამონადენი ტოქსიკური წყლების კონტროლს. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ოთხივე სანაყაროზე ფუჭი ქანებიდან ჩამოსული წყალი არ შეერიოს მდინარეში და სხვა ტერიტორიაზე. „აუცილებელია რომ ჩაშვებული წყლის ოდენობა ნულამდე დავიდეს. ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია სწორად დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად“, -აღნიშნა ოლდრიჩმა. მისვე თქმით ასევე აუცილებელია ეროზიის სტაბილიზაცია. ოლდრიჩის თქმით, აშენდა მწვანე საფარი რომელიც ხელს უშლის ეროზიას. „ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი აქ იქნება მეორე და მეოთხე სანაყარო. თუმცა, ჩვენს პროგრამა მოიცავს ოთხივე სანაყაროს, ზედაპირული წყლების დრენაჟისა და სხვა ღონისძიებები, რომლებიც მიწისქვეშა წყლებსაც აკონტროლებს“,-აღნიშნა საიმონ ოლდრიჩმა.

ცნობისთვის, RMG-მ კომპანიის გარემოსდაცვით პროგრამაზე და შესაბამისი, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო. საკითხთან დაკავშირებით, გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი, რის საფუძველზეც, სამთო-მოპოვებით დარგში გარემოსდაცვითი საკითხების საკონსულტაციო საერთაშორისო კომპანია Golder Associates-ი შეირჩა. აღნიშნული კომპანიის ექსპერტთა ჯგუფმა 2017 წლის დასაწყისიდან საფუძვლიანად შეისწავლა RMG-ში არსებული გარემოსდაცვითი დოკუმენტი და ადგილზე გაეცნო საწარმოო ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას. თავად Golder Associates-ის წარმომადგენელი საიმონ ოლდრიჩი, იმავდროულად, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ხელმეორედ, 4 წლის ვადით, არჩეულია გარემოზე ზემოქმედების დამოუკიდებელ შემფასებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები