საქართველოში ამინდი გაუარესდება – გრძელვადიანი პროგნოზი

17 – 18 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსია.
19 – 23 ივლისს კი საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაიკლებს და +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები