“საზოგადოებრივი მაუწყებელი” 50-მა თანამშრომელმა დატოვა

“საზოგადოებრივ მაუწყებელში” ამ წუთებში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც ახალი საეთერო სეზონის დაწყების დროზე მსჯელობენ. ამ დროისათვის ცნობილი გახდა, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” 50-მა თანამშრომელმა დატოვა. მათ  მაუწყებლის დატოვება სხვადასხვა მიზეზის გამო მოუწიათ.
„დღეს მაუწყებლის დებულების ახალი რედაქცია შედის ძალაში. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა, რა ცვლილებები იქნება მაუწყებელში, უახლოესი დღეების განმავლობაში, რა პროცესებს უნდა ველოდეთ. გარდა ამისა, რა გავლენას მოახდენს ამ დებულების ძალაში შესვლა “საზოგადოებრივ მაუწყებელში” დღეს დასაქმებულ თანამშრომლებზე და რა გადაადგილებები მოჰყვება“, – განაცხადა საქართველოს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრმა, სულხან სალაძემ.
საქართველოს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრი, თინათინ ბერძენიშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, 50 თანამშრომელს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დატოვება მოუხდა.
„დაახლოებით 50-მა ადამიანმა დატოვა “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, აქედან ნახევარი ნახევარზე შეგვიძლია გავყოთ, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ხელშეკრულება ამოეწურათ და ვადა გავიდა, ხოლო დანარჩენი ის ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად, პროექტებზე იყვნენ, ასე ვთქვათ, მუშაობდნენ და მოუწიათ დიდწილად სხვა პროექტზე გადასვლა, ზოგს კი, სამწუხაროდ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დატოვება,“ – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები