ვეტოს გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილმა 21 ივლისამდე უნდა მიიღოს

„არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაზე არის დასაფიქრებელი საკითხები, პრეზიდენტი ამ საკითხებს ძალიან ყურადღებით ეკიდება. ჩავატარებთ კონსულტაციებს და პრეზიდენტი შესაბამის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას“, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებას სთხოვენ, როგორც საარჩევნო კოდექსში, ისე თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას ვეტოს თაობაზე გიორგი მარგველაშვილი გარკვეული კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.
,,როგორც ყოველთვის, პრეზიდენტი ატარებს კონსულტაციებს სხვადასხვა ჯგუფთან. უკვე შევხვდით არასამთავრობო სექტორს, ახლა გვაქვს შეხვედრა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, რომ გავიგოთ მათი პოზიცია.
ორივე ცვლილებაში არის დასაფიქრებელი საკითხები, პრეზიდენტი ამ საკითხებს ძალიან ყურადღებით ეკიდება. ჩავატარებთ კონსულტაციებს და პრეზიდენტი შესაბამის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ.
ხოლო, ისარგებლებს თუ არა პრეზიდენტი კანონით მინიჭებული უფლებით და იქნება თუ არა ერთდროულად ორი ვეტო – ამაზე  გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილმა 21 ივლისამდე უნდა მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები