კომპანია RMG-მ გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაცია გამართა (ვიდეო)

კომპანია RMG-მ გარემოსდაცვითი პროგრამაზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო. დღეს აღნიშნული პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო rooms-ში და ის სამთო-მოპოვებით დარგში გარემოსდაცვითი საკითხების საკონსულტაციო საერთაშორისო კომპანიის “Golder Associates”-ის წარმომადგენელმა, საიმონ ოლდრიჩმა წარადგინა.
პრეზენტაციას სამთო-მოპოვებითი დარგის სპეციალისტები, გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, გარემოს დაცვის სამინიტროს, ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ჟურნალისტებს კომპანია “RMG”-ს სტრატეგიული განვითარების დირექტორმა, სანდრო ხიზანიშვილმა განუცხადა, პროგრამაზე მუშაობა “Golder Associates”-ის წარმომადგენლებთან ერთად ხორციელდებოდა. მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვით 100-ზე მეტი განსახორციელებელი ღონისძიება იქნება განსახორციელებელი.

„უპირველეს ყოვლისა, ეს პროგრამა მიმართულია წიაღისეულის მოპოვების პროცესში გარემოზე მიყენებული ზიანის მინიმუმამდე დაყვანისკენ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით და ეს მუშაობა ხორციელდებოდა საერთაშორისოდ აღიარებულ ერთ-ერთ კომპანიასთან – “Golder Associates”-თან ერთად. ამ ჯგუფთან ერთად, ჩვენ პროგრამა შევიმუშავეთ იმისათვის, რომ არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ სამომავლო გამოწვევებსაც სისტემურად გავუმკლავდეთ. პროგრამა არის ძალიან მოცულობითი, ზოგიერთ დეტალზე სამუშაოები კვალავაც მიმდინარეობს. სამუშაოები მოითხოვს დიდ ფინანსურ ძალისხმევას და ეს არ იქნება ერთი მილიონი ლარი. მოქმედი მენეჯმენტის მხრიდან ეს იქნება გაცილებით დიდ მოცულობის ინვესტიცია. ღონისძიებები, რომელთა განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ, შეეხება ძალიან ბევრ მიმართულებას. მათ შორის იქნება წყლის, ჰაერის მართვა, ასევე სანაყაროების მართვა და გარემოს მიმართულება. აქცენტი ყველა მიმართულებით იქნება გაკეთებული“, -განაცხადა სანდრო ხიზანიშვილმა.

როგორც “Golder Associates”-ის წარმომადგენელმა, საიმონ ოლდრიჩმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, “RMG”-სთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა, რაც პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, პროგრამაში ჩადებულია ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება. ცნობისთვის, “RMG”-მ კომპანიის გარემოსდაცვით პროგრამაზე და შესაბამისი, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო. საკითხთან დაკავშირებით, გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი, რის საფუძველზეც, სამთო-მოპოვებით დარგში გარემოსდაცვითი საკითხების საკონსულტაციო საერთაშორისო კომპანია Golder Associates”-ი შეირჩა.

აღნიშნული კომპანიის ექსპერტთა ჯგუფმა 2017 წლის დასაწყისიდან საფუძვლიანად შეისწავლა “RMG”-ში არსებული გარემოსდაცვითი დოკუმენტი და ადგილზე გაეცნო საწარმოო ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას. თავად “Golder Associates”-ის წარმომადგენელი საიმონ ოლდრიჩი, იმავდროულად დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ხელმეორედ, 4 წლის ვადით, არჩეულია გარემოზე ზემოქმედების დამოუკიდებელ შემფასებლად.

https://www.youtube.com/watch?v=z2VBFDCMVU8&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები