ჩინელი ბერის შთამომავლები ჰოლანდიელებისგან მუმიის დაბრუნებას ითხოვენ

ჩინეთის სოფელ იანჩუნის მკვიდრნი, ნიდერლანდების სასამართლოს სარჩელით მიმართავენ. ისინი 1995 წელს მოპარულ მუმიას ითხოვენ, რომელიც 1000 წელზე მეტს ითვლის. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
მოსარჩელეები აცხადებენ, რომ ბერის მუმია, რომელიც ბუდას ქანდაკებაშია ჩატანებული, ფუცზიანის პროვინციიდან 1995 წელს მოიპარეს. იანჩუნის მოსახლეობის განცხადებით, ჰოლანდიელმა კოლექციონერმა ის 1996 წელს ჰონგ-კონგში იყიდა და მისგან ახლა სწორედ ამ ქანდაკების დაბრუნებას ითხოვენ. ქანდაკება 20 წელი არ უნახავთ, სანამ ის 2015 წელს ბუდაპეშტში ერთ-ერთი გამოფენაზე არ გამოჩნდა.
ბოლო წლებში, ჩინეთში აქტიურად მიმდინარეობს არტეფაქტების დაბრუნების პროცესი, რომელთაც, ჩინელი მოსახლეობის აზრით, უცხოელები იპარავენ, თუმცა აქამდე ეს მცდელობები ძირითადად, წარუმატებელი იყო.
ბერის მუმია, რომელიც ბუდას ქანდაკებაში მდებარეობს, ბოლოს ჰოლანდიელ კოლექციონერს, ოსკარ ვან ოვერეს ჰქონდა, თუმცა, როგორც იანჩუნის მოსახლეობა აცხადებს, 2015 წელს მან ქანდაკება არტდილერს სხვა ნივთებში გაუცვალა. მისი ვინაობა არ ხმაურდება.
ამჟამად არტეფაქტის ადგილმდებარეობა უცნობია. ის “პატრიაქი ჩანგუნის” სახელითაა ცნობილი, რომელსაც რამდენიმე სოფელი თაყვანს სცემდა. მოსარჩელეების ადვოკატის განცხადებით, გლეხებმა შეძლეს იმის დამტკიცება, რომ ისინი მართლაც არიან ჩინელი ბერის შთამომავლები და სწორედ ამიტომ, მათ აქვთ აბსოლუტური უფლება, მისი ნაშთები მოითხოვონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები