პრეზიდენტის შვილის მეგობარი 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის შვილის მეგობარი – თორნიკე კაჭარავა 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
თორნიკე კაჭარავა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 15 მაისს დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. 17 მაისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტზე წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები