გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო

0

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაშიდ მერედოვთან შეხვედრისას, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის, ლაპის ლაზურისა და ტრანსკასპიური პროექტების განვითარების, ასევე, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და  პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი