სემეკმა გაზის ტრანსპორტირების ფასი გააძვირა

სემეკმა გაზის ტრანსპორტირების ახალი ტარიფი დაადგინა. ახალი ტარიფი 20 ივლისიდან ამოქმედდება. კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიისთვის ტრანსპორტირების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 1,884 თეთრი იქნება.
“საქართველო გაზის ტრანსპორტირების” კომპანიამ ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, სემეკს 2017 წლის დასაწყისში მიმართა და გადახედვის მოტივი ქსელის მოწესრიგებისთვის განხორციელებული ინვესტიციებია. სამომხმარებლო ტარიფში გაზის ტრანსპორტირების წილი 1000 კბ.მ-ზე 13,5 პროცენტია.
კომისია, რამდენიმეთვიანი მსჯელობის შემდეგ, მოსახლეობისთვის ახალ სამომხმარებლო ტარიფს ხვალ გამოაცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები