თამარ კორძაია: კონსტიტუციასთან დაკავშირებით, პროცესი გაჩერებულია

“ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები და დაგვანახოს, რომ კომპრომისზე მოდის”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
კორძაია თვლის, რომ ხელისუფლებამ შესათანხმებლად ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას, მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკების პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.
„კონსტიტუციასთან დაკავშირებით, პროცესი შეჩერებულია. პარლამენტის თავმჯდომარე არ აპირებს კონსტიტუციის ხელახალ განხილვას. ამ ეტაპზე, ჩვენ ველოდებით ნაბიჯებს ხელისუფლებისგან. რაც შეეხება ვეტოს, პრეზიდენტს მორალური უფლება აქვს, ვეტო გამოიყენოს, თუმდაც თვითმმართველობის საკითხზე“, -განაცხადა თამარ კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები