RMG-ი გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაციას მართავს

სასტუმრო “Rooms”-ში კომპანია “RMG” გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაციას მართავს.
კომპანია “RMG”-ის მოქმედმა მენეჯმენტმა, დარგში ათწლეულობით დაგროვილი პრობლემების შესწავლის შედეგად, კომპანიის განვითარების სტრატეგიაში პრიორიტეტად გარემოსდაცვითი მიმართულება განსაზღვრა. კომპანიამ 2016 წლიდან დაიწყო მუშაობა გარემოსდაცვით პროგრამაზე და შესაბამისი, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი, რის საფუძველზეც, სამთო-მოპოვებით დარგში გარემოსდაცვითი საკითხების საკონსულტაციო საერთაშორისო კომპანია  “Golder Associates”-ი შეირჩა. აღნიშული კომპანიის ექსპერტთა ჯგუფმა, 2017 წლის დასაწყისიდან, საფუძვლიანად შეისწავლა “RMG”-ში არსებული გარემოსდაცვითი დოკუმენტაცია და ადგილზე გაეცნო საწარმოო ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას.
გაწეული სამუშაოების შედეგად, “Golder Associates”-ი წარმოადგენს “RMG”-ს გარემოსდაცვითი პროგრამის პრეზენტაციას.  ეს პროგრამა სრულად მოიცავს გარემოს დაცვის კუთხით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს.  აღსანიშნავია, რომ “Golder Associates”-ის წარმომადგენელი, ბატონი საიმონ ოლდრიჩი, რომელიც წარადგენს “RMG”-ს გარემოსდაცვით პროგრამას, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ხელმეორედ, 4 წლის ვადით, არჩეულია გარემოზე ზემოქმედების დამოუკიდებელ შემფასებლად (Independent Assessor of Environmental Impact).

“RMG”-ს გარემოსდაცვითი პროგრამა იწყება! უახლოეს მომავალში, “Golder Associates”-თან ერთად დაგეგმილია “RMG”-ს სტრუქტურაში  გარემოსდაცვითი სამსახურის გაძლიერება და სამოქმედო გეგმის შემუშავება, შემდგომში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად. შესაბამისი მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის და კონკრეტული პროექტების განხორციელების პროცესი ღია და გამჭვირვალე იქნება.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები