თამარ კორძაია: კონსენსუსის მისაღწევად, არანაირი ნაბიჯები არ იდგმება

“ხელისუფლება კონსტიტუციის მეორე მოსმენით დაბრუნებას არ აპირებს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
კორძაია იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რისთვისაც ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან კონსენსუსზე წასვლას ითხოვს. „კონსენსუსის მისაღწევად, არანაირი ნაბიჯები არ იდგმება. ხელისუფლებას ოპოზიციასთან კონტაქტი არ აქვს. 20 ოპოზიციური პარტია ცალსახად შეთანხმებულია რამდენიმე საკითხზე – ესაა პროპორციული საარჩევნო სისტემა სამართლიანი პირობებით, ბარიერის სამ პროცენტამდე დაწევა, მუდმივი ნორმით და ასევე, ბლოკების შექმნის შესაძლებლობების დატოვება. ეს არის წითელი ხაზი, რაზეც უნდა წამოვიდეს ხელისუფლება“, – განაცხადა თამარ კორძაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები