სანდრო ბრეგაძე: დაიხუროს თბილისში გარყვნილების ბუდეები, სადაც არასრულწლოვან ქართველ გოგონებს პროსტიტუციაში ითრევენ

„ქართველთა მარშით” აჯანყება დაიწყო და ამას კიდევ უფრო დიდი აქციები მოჰყვება“, – ამის შესახებ მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი და ქართველთა მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ბრეგაძე გამოცემასთან ამბობს, რომ საქართველოს „ბატონ-პატრონი“ მხოლოდ და მხოლოდ ქართველი უნდა იყოს. “ქართველთა მარშით” აჯანყება დაიწყო და ამას კიდევ უფრო დიდი აქციები მოჰყვება, ასიათასობით ქართველი გამოვა ქუჩაში ეროვნული ინტერსების დასაცავად და ამ ქვეყანაში ქართველთმოძულე “ლიბერასტები” ვეღარ იპარპაშებენ! ყველამ კარგად გაიგოს, რომ ქართველთა მარში დიდი ილიას გზის გაგრძელებაა და ჩვენი უმთავრესი მიზანია – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“! ყველა ეროვნებას პატივს ვცემთ, მაგრამ საქართველოს ბატონ-პატრონი უნდა იყოს ქართველი კაცი და არა დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან თუ სამხრეთიდან მოსული უცხოტომელი!“ – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.
ამავე ინტერვიუში ბრეგაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვეყანაში საიმიგრაციო კანონი გაამკაცროს და საქართველოდან უცხოელი კრიმინალების დეპორტაცია განახორციელოს. „მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ შეიმუშაოს მკაცრი საიმიგრაციო კანონი, როგორც ეს არის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და სხვა განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში. მოხდეს ყველა არალეგალისა და უცხოელი კრიმინალის საქართველოდან დეპორტაცია, დაიხუროს აღმაშენებლის გამზირსა და რესპუბლიკის მოედანზე გარყვნილების ბუდეები, სადაც ტრეფიკინგი მძვინვარებს და არასრულწლოვან ქართველ გოგონებს პროსტიტუციაში ითრევენ. პირდაპირ ვაცხადებ – მეზიზღება ყველა ის ქართველი, რომელსაც ამაზე პროტესტი არ უჩნდება და ეროვნული ღირსების დასაცავად არ იბრძვის! საერთოდ, ხელისუფლება “ქართველთა მარშის” მოთხოვნებს თუ არ შეასრულებს, კოშმარულ სიზმარში კი არ დაესიზმრება ის, რაც მოელის! “ქართველთა მარში”, უპირველეს ყოვლისა, ტესტია საქართველოს ხელისუფლებისთვის და მინდა მჯეროდეს, რომ ხელისუფლება ამ ტესტს წარმატებით ჩააბარებს, ხოლო თუ არა, მაშინ ქართველი ხალხის რისხვა არ ასცდება!“ – აცხადებს სანდრო ბრეგვაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე „ქართველთა მარში“ გამართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან საემიგრაციო კანონის გამკაცრებას ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები