ანსამბლ “ლამპრების” მოცეკვავეები სამშობლოში დაბრუნდნენ

საბავშვო სტუდია “ლამპრების” მოცეკვავეები სამშობლოში დაბრუნდნენ. მოცეკვავეებმა გვიან ღამით სარფის სასაზღვრო პუნქტი მშობლებთან, ანსამბლის ხელმძღვანელებთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად გადმოკვეთეს.
დაშავებულების მოსანახულებლად თურქეთში რეგიონის პირველი პირები იმყოფებოდნენ. პატარიძის განცხადებით, დაშავებული ექვსი პირის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი თურქეთში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ტრაპზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები