საქართველოს თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

0

17-18 ივლისს საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, რაშიდ მერედოვი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან,  ვიცე-პრემიერთან, საგარეო და საქმეთა მინისტრთან.
მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ, გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
რაშიდ მერედოვი მოინახულებს საქართველოს იუსტიციის სახლს. მინისტრი, აგრეთვე, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

კომენტარები

კომენტარი