ირმა ჭკადუა: ვინ მოგცათ უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოთ?!

ადვოკატი ირმა ჭკადუა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
ადვოკატი აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ.
„ჩვენი შსს მინისტრი ჩვენ შეიძლება მოგვწონდეს შეიძლება არა.. ვინ მოგცათ უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოთ?! სასწრაფოდ გამოიძიეთ რა ძალები დგანან ამ საქმის უკან და ამ მიზანმიმართული ქმედებებით ვინ არის დაინტერესებული… ცხადია, თავად ჟურნალისტთან დაკავშირებულ კითხვებსაც უნდა გაეცეს პასუხი“ -წერს ირმა ჭკადუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები