ილია მეორე: ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ სიყვარულის შესახებ, მაგრამ ბოლომდე არ გვესმის, რა არის სიყვარული

დღევანდელი დღე არის სიყვარულის დღესასწაული – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
მან მრევლს გერგეთის წმინდა სამების დღესასწაული მიულოცა.
“სიყვარული არის სხვებისთვის ცხოვრება. არის ადამიანი, რომელიც საკუთარი თავისთვის ცხოვრობს. არის ადამიანი, რომელიც ოჯახისთვისაა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ხალხისთვის, მოყვასისთვის და არა თავისი თავისთვის. ეს ყველაფერი მას ღვთის მადლით ეწერება და სამაგიეროს იღებს სააქაოს და საიქიოს. ამიტომ არის ნათქვამი: იხარეთ ორსავე სოფელსა შინა”, – აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები