აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ჯანდაცვის მინისტრი ტრაპზონში ავარიის შედეგად დაშავებულების მოსანახულებლად მიემგზავრებიან

0

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრაპზონში, სადაც ქართული ცეკვის ანსამბლის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ჯანმრთელობის მინისტრი მიემგზავრებიან.
თურქეთში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებმა ავარიის შედეგად დაშავებული ანსამბლ „ლამპარის“ “ წევრები უკვე მოინახულეს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპარის“ წევრები გადაჰყავდა, თურქეთში, გირესუნის მახლობლად ავარიაში მოჰყვა.
ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა, ისინი კლინიკებში არიან გადანაწილებულები.
მათი უმრავლესობა 9-13 წლამდე ბავშვია.
თურქული მედიის ინფორმაციით, ავარია დღეს, გამთენიისას მოხდა.
მომხდარის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი