„საქართველოს მელიორაცის“ გენერალურმა დირექტორმა, სართიჭალაში სარწყავი არხები დაათვალიერა

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ, სართიჭალაში სარწყავი არხები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება და რწყვის სეზონის მიმდინარეობა.
შეხვედრაზე ბუკიამ ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია რეგიონალური შტაბების შექმნასა და ცხელი ხაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს რწყვის პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის საკითხის მოგვარება.
ცხელი ხაზის ნომერია: 15 01 ქვემო ქართლის რეგიონში 2012 წლიდან განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი.
შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 46 255 ჰექტრამდეა გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები