ავტობუსი, რომელსაც ანსამბლ „ლამპარის“ წევრები გადაჰყავდა, თურქეთში ავარიაში მოჰყვა

ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპარის“ წევრები გადაჰყავდა, თურქეთში, გირესუნის მახლობლად ავარიაში მოჰყვა.
ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა, ისინი კლინიკებში არიან გადანაწილებულები.
მათი უმრავლესობა 9-13 წლამდე ბავშვია.
ტრაპზონში საქართველოს საკონსულოში აცხადებენ, რომ დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
თურქული მედიის ინფორმაციით, ავარია დღეს, გამთენიისას მოხდა.
მომხდარის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები