ეთნოგრაფიული მუზეუმი კეთილმოეწყო

თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის მასშტაბით არსებული მწვანე და დასასვენებელი ღია სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. ბოლო ათეული წლების განმავლობაში პირველად, მუზეუმში, დაახლოებით, 1 000 მ2 ფართობის გზა მოეწყო – დაიგო ერთფენიანი ასფალტის საფარი. გამოიცვალა ნათურები, ჩანაცვლდა ძველი და დაიდგა ნაგვის ახალი ურნები. მუზეუმში განთავსდა სკამები. მთელ ტერიტორიაზე განხორციელდა ხეების სხვლა-ფორმირება.”არტ გენი 2017″-ის თბილისის ტურს ეთნოგრაფიული მუზეუმი 17
ივლისიდან უმასპინძლებს.
ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები