ე.წ მესაზღვრეებმა სოფელ წითელუბნის საძოვრებზე ორი მწყემსი დააკავეს
ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ წითელუბნის საძოვრებზე, ორი მწყემსი – ვასილ ბოლოთაევი და თენგიზ კაჯილოვი დააკავეს. „კვირას“ მწყემსების ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია მიეწოდა და ამოქმედებულია ცხელი ხაზი, სუს-ი კი დაკავებულების გასათავისუფლებლად, შესაბამის ღონისძიებას ახორციელებს.
ამ დროისთვის მწყემსები ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.