ილია მეორემ ხაშურში ბანას ანალოგიური ტაძრის საძირკველი აკურთხა

„იწყება ისტორიული მნიშვნელობის ახალი ბანას საძირკვლის კურთხევა. ღმერთმა ინებოს მადლი ღვთისა, სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი ღვთაებრივი მადლი მხოლოდ მოვიდეს ამას ტაძარსა ზედა და ყოველი ადამიანი, რომელიც შესთხოვს უფალს დახმარებას, აღესრულოს მას. ამინ!” – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ხაშურში, ზემო სერის ტერიტორიზე, ბანას ანალოგიური ტაძრის საძირკვლის კურთხევაზე მისულ მრევლს.

კურთხევას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც ამ დღის ღირსშესანიშნაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ პატრიარქს წელს აღსაყდრების 40 წლისთავი და დაბადებიდან 85 წლისთავი უსრულდება.

”გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს მართლაც ღირსშესანიშნავი დღეა, რადგან ახალი კომპლექსის მშენებლობა იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპლექსი იქნება როგორც საეკლესიო დატვირთვის, ასევე, საგანმანათლებლო და კულტურული კერა. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გამთლიანების, ხვალინდელი დღის იმედების აღსრულების დასაწყისი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ, თქვენო უწმინდესობავ, ეს ღირსშესანიშნავი, ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე მთელი ჩვენი ერისთვის. პირველ რიგში, მინდა ამდენი ადამიანის სიყვარული მოგილოცოთ. მინდა ყველა თქვენგანს მივულოცო ამ უმნიშვნელოვანესი კომპლექსის მშენებლობის დასაწყისი”, – აღნიშნა პრემიერმა.

ბანას მრგვალი ფორმის ტაძრის ნანგრევები ისტორიულ ტაო-კლარჯეთშია. ტაძარი, სავარაუდოდ, VII საუკუნის შუა წლებში ააშენეს. ადარნასე II-ის დროს (881-923), ბანას საეპისკოპოსოს დაარსების შემდეგ, ტაძარი გადაკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები