საქართველოში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი 

საქართველოს დედაქალაქში ტემპერატურის 35-38 გრადუსამდე მატებაა მოსალოდნელი.

როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, დღეს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსი იქნება, თუმცა დღეს და ხვალ, საღამოს საათებში, ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

როგორც სააგენტოს სინოპტიკოსმა, აზა გოგობერიშვილმა განაცხადა, საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ქარი. მისივე თქმით, ტემპერატურა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. ”დღეს და ხვალ, როგორც თბილისში, ისე საქართველოს ცალკეულ რაიონებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 35-დან 38 გრადუსამდე გათბება.

17 ივლისს დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი.

18 ივლისის ჩათვლით, საქართველოში ტემპერატურა 36 გრადუსამდე აიწევს”, – აღნიშნა აზა გოგობერიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები