ჰურგადაში, დანით შეიარაღებულმა პირებმა გერმანიის 2 მოქალაქე მოკლეს

ეგვიპტეში, საკურორტო ქალაქ ჰურგადაში, დანით შეიარაღებული პირები ტურისტებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც გერმანიის 2 მოქალაქე დაიღუპა, ოთხმა ადამიანმა კი სხეულის დაზიანება მიიღო. თავდამსხმელი პოლიციამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე, დანით შეიარაღებული მამაკაცი ყვიროდა, რომ მას ეგვიპტელები არ აინტერესებდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სასტუმროზე თავდასხმის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. მათივე განმარტებით, საქართველოს ელჩი ეგვიპტეში ალექსანდრე ნალბანდოვი ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს უკვე ესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები