მაშველები მდინარე რიონში 13 წლის ბიჭს ეძებენ

უკვე მეორე დღეა, მაშველები მდინარე რიონში 13 წლის ბავშვს ეძებენ. ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე თქმით, 13 წლის ბიჭის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 112-ში გუშინ დაფიქსირდა და მას შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
”ამ დროისათვის, მდინარე რიონში 30 -მდე მაშველი 13 წლის მოზარდს ეძებს. შეტყობინების მიღებისთანავე, სამაშველო ჯგუფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამაშველო სამუშაოები. გადაკეტილია დამბები. მაშველები მთელ პერიმეტრზე, სრული ძალით არიან მობილიზებული და ახორციელებენ ბავშვის საძიებო სამუშაოებს. ძიება მდინარის სიღრმეში მიმდინარეობს”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები