ხაშურში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება

ხაშურში, ზემო სერის მთაზე, ახალი ბანას სამონასტრო- საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობას დღეს პატრიარქი წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აკურთხებს. სიმბოლურად, საძირკველში კაფსულას ჩადებენ.
პროექტი, რომლის ავტორიც სურამისა და ხაშურის მღვდელმთავარი მეუფე სვიმეონია, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, საძირკველში ჩასატანებლად ზემო სერის მთაზე სიმბოლურად, ქვა მიიტანოს, რომელზეც საკუთარი და ახლობლების სახელები იქნება დაწერილი.
ახალი ბანას აღდგომის სახელობის ცენტრი იქნება ბანას ტაძრის ორეული. ცენტრში იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დარბაზები, კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები და ბიბლიოთეკა. სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის პარალელურად, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოილოცონ ტაძარი და დაესწრონ ღვთისმსახურებას, მონაწილეობა მიიღონ მონასტრის ყოველდღიურ საქმიანობაში.
სამონასტრო -საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობის დაწყებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სასულიერო მაღალი იერარქიის სამღვდელოება, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ემიგრანტები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები