„მზად ვართ კონსულტაციებისთვის და ეს კონსულტაციები აუცილებლად შედგება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან“

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგისთვის ოპოზიციის მზადყოფნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის კონსულტაციებისთვის და ეს კონსულტაციები აუცილებლად შედგება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან. მისივე განცხადებით, ოპოზიციასთან ერთად, თითოეულ საკითხს გაივლიან და პოზიციის შეჯერებას ეცდებიან.
„ჩვენ დავსხდებით მათთან ერთად, გავივლით თითოეულ საკითხს, რომელსაც ისინი აყენებენ და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ. ბუნებრივია, როცა ჩვენ კონსულტაციებზე ვსაუბრობთ, ეს თავისთავად, ნიშნავს იმას, რომ შედგება საუბარი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ამ საუბრიდან გამომდინარე, შეიძლება, შევიდეს ცვლილებები საკონსტიტუციო პაკეტში“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, კერძოდ კი საარჩევნო სისტემის საკითხზე შეხვედრის გამართვაა. ოპოზიცია აცხადებს, რომ დიალოგისა და კონსენსუსისთვის მზად არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები